მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ისე, რომ მათ გაიგონ ისტორია და ის, რომ როგორც ჩვენ მას ვასწავლით, არ არის რაღაც ერთხელ და სამუდამოდ ქვაში ამოკვეთილი. წარსული არასოდეს არ შეიძლება აღვადგინოთ მთელი სიზუსტით და ისტორიის სწავლება არასოდეს შეწყდება – შეუძლებელია ისტორიის სრული და საბოლოო შეცნობა.ისტორია აუცილებლად მიკერძოებულია, ვინაიდან მისი მოწმეები არასოდეს არ არიან მიუკერძოებლები... ისტორიას წერენ ცოდვილი და სუბიექტურად განწყობილი ადამიანები".
დოქტორი დევიდ ლოუვენტალი
სწავლა არის ცოდნის აგების პროცესი, რომელშიც მოსწავლე აქტიურად უნდა იყოს ჩართული. გამზადებული ცოდნის გადაცემა არ უწყობს ხელს გააზრებულ და ხარისხიან სწავლებას. მართალია, მასწავლებელმა უნდა მართოს სწავლა-სწავლების პროცესი, მაგრამ მოსწავლესაც უნდა დაუტოვოს დამოუკიდებლად დაფიქრების საშუალება, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებით აღმოაჩინოს და დაამუშავოს ახალი საკითხები.
მოტივაცია განმსაზღვრელ როლს თამაშობს სწავლა-სწავლების პროცესში. მოტივაციის ამაღლება ჰბადებს სასწავლო აქტივობაში ჩაბმის სურვილს, ზრდის მასში მონაწილეობის ხარისხს, რაც, თავის მხრივ, უფრო ქმედითუნარიანს ხდის მოსწავლეს. მოტივირებული მოსწავლე მიზანდასახულია და მზად არის, დასძლიოს პრობლემები და გადალახოს სიძნელეები. ამდენად, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება უმნიშვნელოვანი ამოცანაა პედაგოგისთვის.
სწორედ ჩემი მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას ემსახურება ეს ბლოგი . მე ვცდილობ გავაზიარო ან შევქმნა ისეთი ვიდეო/ ფოტო მასალა , ტესტები თუ თამაშები , რომლებიც :
- გაზრდიან მათ ცნობისმოყვარეობას,
- დაეხმარება ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის დროს ,
- გაუღრმავებს დამოუკიდებლად მუშაობის უნარს ,
- უბიძგებს და შეუწყობს ხელს კვლევით საქმიანობაში და რესურსის დამოუკიდებლად შექმნაში .
Комментариев нет:
Отправить комментарий