თვალსაჩინოებები


გთავაზობთ ფოტო მასალას იმ ისტორიული პიროვნებების ან ატრეფაქტების შესახებ, რომლებიც ნახსენებია თქვენ სახელმძღვანელოში . ყურადღებით დააკვირდით და დაიმახსოვრებთ რამდენი წლის წინ მოღვაწეობდა მითითებული პიროვნება ან შეიქმნა არტეფაქტი. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ გააცნობიეროთ ისტორიული ფაქტები ქრონოლოგიურ კონტექსტში .   


იაკობ გოგებაშვილი , მოღვაწეობდა 19-20 საუკუნეების მიჯნაზე ანუ დაახლოებით 150 წლის წინ 

 ჰომო ერექტუსები, ბინადრობდნენ დმანისის ტერიტორიაზე დაახლოებით 1800000 წლის წინ 
 თრიალეთის ყორღანები , რომლებსაც აგებდნენ 4000 წლის წინ 
 ექვთიმე თაყაიშვილი , მოღვაწეობდა 19-20 საუკუნეების მიჯნაზე ანუ დახლოებით 150 წლის წინ
 ბოლნისის სიონის წარწერა , საქართველოს ტერიტორიაზე ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუში , ის გაკეთებულია მე-5 საუკუნეში ანუ 1600 წლის წინ 
 თამარ მეფის  ბერთუბანის ფრესკა (დავით გარეჯიდან), მე-13 საუკუნეში შესრულებული ანუ 800 წლის წინ 
 დადიანების სასახლე ზუგდიდში 
 სათაფლია , დინოზავრების ნაკვალევი 
 თამარ მეფის ფრესკა ვარძიიდან , შესრულებულია მე-12 საუკუნეში  ანუ 900 წლის წინ 
 ჰომო ერექტუსების დროინდელი ქვის იარაღი , 1800000 წლის წინანდელი
 ვახუშტი ბატონიშვილი , მოღვაწეობდა 300 წლის წინ 
 დავით ლორთქიფანიძე 
 თამარ მეფის სამკერდე ჯვარი , დამზადებულია 900 წლის წინ 
 შაჰ-აბასი , ირანელი დამპყრობელი რომელმაც რამდენჯერმე დალაშქრა საქართველო და ათასობით ქართველი გადაასახლა ფერეიდანში 400 წლის წინ 
 ცამეტი ასურელი მამა , რომლებიც მოვიდნენ საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად მე-6 საუკუნეში ანუ 1500 წლის წინ 
 ალექსანდრე მაკედონელი , ერთერთი ყველაზე წარმატებული მხედართმტავარი მსოფლიო ისტორიაში , რომელიც მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე მე-4 საუკუნეში ანუ 25000 წლის წინ 
 დავით აღმაშენებელი , ქართველების საამაყო და მისაბაძი მეფე და პიროვნება , რომელიც მოღვაწეობდა მე-11-12 საუკუნეებში ანუ 1000/900 წლის წინ 
 თამარ მეფის ფრესკა ბეთანიიდან , რომელიც შესრულებულია მე-13 საუკუნეში ანუ 800 წლის წინ 
 სულხან საბა ორბელიანი , რომელიც მოღვაწეობდა 300 წლის წინ 
 გელათის სამონასტრო კომპლექსი , რომელიც აგებულია მე-12 საუკუნეში ანუ 900 წლის წინ 
 ალექსანდრე ჭავჭავაძე , რომელიც მოღვაწეობდა 18-19 საუკუნეებში ანუ დაახლოებით 200 წლის წინ 
 ვახტანგ გორგასალი , ქართველების საამაყო  მისაბაძი მეფე და პიროვნება , რომელიც მოღვაწეობდა მე-5 საუკუნეში ანუ 1600 წლის წინ 
 დავით დადიანი , რომელიც მოღვაწეობდა მე-19 საუკუნეში ანუ 200 წლის წინ 
 წმინდა ნინოს ჯვარი რომელიც წმინდა ნინომ გააკეთა ვაზისგან და შეკრა საკუთარი თმებით მე-4 საუკუნეში ანუ 1700 წლის წინ 
 ვახტანგ მეექვსე , საქართველოს მეფე რომელიც მოღვაწეობდა 300 წლის წინ 
 ილიაჭავჭავაძე , რომელიც მოღვაწეობდა მე-19 საუკუნეში ანუ 200 წლის წინ 
 წმინდა ანდრია პირველწოდებული , წმინდა სვიმონ კანანელი , წმინდა მატათა -იესო ქრისტეს მოწაფეები , რომელბმაც პირველად იქადაგეს ქრისტიანობა საქართველოში 2000 წლის წინ 
 ეკატერინე ჭავჭავაძე , დავით დადიანის მეუღლე რომელიც მოღვაწეობდა 200 წლის წინ 
 თამარ მეფის ფრესკა ყინწვისიდან , რომელიც შესრულებულია მე-13 საუკუნეში ანუ 800 წლის წინ 
 ოქროს თასი , რომელიც დაამზადეს 4000 წლის წინ და მეცნიერებმა აღმოაჩინეს თრიალეთის ყორღანებში 
 იაზონის მიერ ოქროს საწმისის გატაცება , რომელიც განახორციელეს არგონავტებმა 3000 წლის წინ 
 ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი , რომელსაც ის ატარებდა 2000 წლის წინ 
 ოქროს ლომი რომელიც დაამზადეს 5000 წლის წინ  და მეცნიერებმა  აღმოაჩინეს კახეთის ერთ ერთ ყორღანში (წნორის #2 ყორღანში)
 ფარნავაზ მეფე , საქართველოს პირველი მეფე რომელიც მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე 4-3 საუკუნეების მიჯნაზე ანუ დაახლ.2400 წლის წინ 
ვიტორიო სელა იტალიელი რომელმაც მე-19 საუკუნის დასასწულს იმოგზაურა კავკასიაში ანუ დაახლოებით 130 წლის წინ  და უნიკალური ფოტოები გადაიღო სვანეთში და  რაჭაში .

3 комментария:

  1. მე ეს თვალსაჩინოებები ძალია მომეწონა და დამეხმარება გაკვეთილებზე ყოფნისას

    ОтветитьУдалить
  2. ეს თვალსაჩინოები მე მეხმარება ცოდნის გასამტკიცებლად.მადლობა

    ОтветитьУдалить
  3. საჭიროა ეს თვალსაჩინოებები ცოდნის გაღრმავებისთვის

    ОтветитьУдалить