11/02/2018

ვიდეო რესურსი ,,საქართველოს რეგიონების ადმინისტრაციული ცენტრები

ვიდეოს შექმნაში  აქტიური  მონაწილეობა  მიიღეს : ლუკა ტატულაშვილმა , ავთანდილ ტოფაძემ, მარიამ  ჯაოშვილმა და ფიქრია ფართლაძემ. დიდი მადლობა ბავშვებო !


10/14/2018

ახალი ვიდეო-რესურსი ,,საქართველოს რეგიონები"

2018-2019 სასწავლო წელი დავიწყე ახალი რესურსის შექმნით ჩემი მეხუთე კლასელებისთვის . 

6/06/2018

ძალიან საინტერესო და სასარგებლო ვიდეო მასალა !

მოგეხსენებათ , რომ ჩვენ დავიწყეთ ქართული ტრადიციული სახლების განხილვა .გთავაზობთ ვიდეოს, რომ სახელმძღვანელოში მითითებული თეორიული მასალა უკეთ გააცნობიეროთ და გაანალიზოთ :)














პატარა მკვლევარები მიხვდებოდნენ უკვე რომ სხვა , არანაკლებ საინტერესო მასალის მოძიება შეუძლიათ youtube.com-ზე ! იმედია არ დაიზარებთ და დამოუკიდებლად გააგრძელებთ ეთნოგრაფიული მასალის მოძიებას !

4/21/2018

თამაში !!!!

დღეს გთავაზობთ თამაშს-იპოვე შესაბამისობები . ყურადღებით წაიკითხეთ ინსრტუქცია და წარმატებით შეასრულეთ მითითებული დავალება !

3/19/2018

ლეჩხუმი

სამწუხაროდ ვიდეოს ჯერ ვერ შემოგთავაზებთ , სამაგიეროდ გიზიარებთ ტესტს რომელიც დაგეხმარებათ ჩვენ საგანში ცოდნის გაღრმავებაში  და საკლასო დავალებების შესრულების დროს მაღალი ქულების მიღებაში !

იმერეთი

დღეს , ბატონ მელაკუდასტან ერთად გადავამოწმებთ , რამდენად ყურადღებით გაეცანით იმერეთის ბუნებას, მოსახლეობას, ღირშესანიშნაობებს. ვიდეოზე შეამჩნევდით მინიშნებებს , რომელბიც გეხმარებათ გამოიცნოთ ბატონ მელაკუდას მიერ საგანგებოდ დაშებული შეცდომები . ვიდეოს შემდეგ მოთავსებული ტესტი მოგცემთ საშუალებას დააფიქსიროთ სწორი პასუხი იმ კითხვებზე , რომელიც წარმოიქმნა მატყუარა მელაკუდას შეცდომების გამო.




3/17/2018

კახეთი

მოგესალმებით !
დღეს , ბატონ მელაკუდასთან ერთად , გადავამოწმებთ რამდენად კარგად ვისწავლეთ ინფორმაცია კახეთის შესახებ

დარწმუნებული ვარ დააფიქსირეთ ყველა ის შეცდომა  , რომელიც საგანგებოდ დაუშვა ბატონმა მელაკუდამ კახეთზე თხრობის დროს .თქვენი ცოდნის მაღალი დონის დასამტკიცებლად შეავსეთ ქვემოთ მოყვანილი ტესტი ✌
ყურადღებით წაიკითხეთ კითხვა და სავარაუდო პასუხები .შეარჩიეთ სწორი პასუხი და დააწკაპუნეთ მასზე.ათ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ დააჭირეთ тправить-ს . ტესტზე მუშაობის დამთავრებისთანავე გამოჩნდება რამდენი ქულა მოიპოვეთ :) გისურვებთ წარმატებებს !

3/15/2018

ქვემო ქართლი

მოგესალმებით ჩემო ყოჩაღო მოსწავლეებო
დარწმუნებული ვარ ყურადღებით წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ  ჩვენ სახელმძღვანელოში გვ.69 განთავსებული საინტერესო მასალა ქვემო ქართლის შესახებ (თ.25/26)მოდით გადავამოწმოთ ახალნასწავლი მასალა! ბატონი მელაკუდა ეცდება შეცდომით წარმოაჩინოს ზოგი ერთი ფაქტი ქვემო ქართლის შესახებ .ჩვენი მოვალეობაა -დავაფიქსიროთ შეცდომები და ქვემოთ მითითებულ ტესტში აღნიშნოთ სწორი ინფორმაცია .


მშვიდად , აუჩქარებლად იმუშავეთ ტესტზე !
ყურადღებით წაიკითხეთ კითხვა და პასუხების ვარიანტები .აირჩიეთ სწორი პასუხი და დააწკაპუნეთ მასზე. ტესტის მეათე კითხვაზე პასუხს რომ დააფიქსირებთ დააჭირეთ отправить-ს.   შეფასებასაც ნახავთ ტესტის შევსების შემდეგ :)
 გისურვებთ წარმატებებს !